აბსცესი თავის ტვინის კარდიოპათური

აბსცესი თავის ტვინის კარდიოპათური – (abscessus cerebri cardiopathicus) თავის ტვინის მეტასტაზური აბსცესი, რომლის დროსაც მეტასტაზის წყაროა ანთებითად შეცვლილი ენდოკარდი; ვითარდება გულის თანდაყოლილი მანკის მქონე ბავშვებში, უმთავრესად ფალოს ტეტრადის დროს.