სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებები

ქრონიკული ჰაიმორიტი (chronic maxillary sinusitis) – ზედა ყბის (ჰაიმორის) წიაღის ლორწოვანი გარსის ქრონიკული ანთება. წარმოიქმნება  განმეორებითი მწვავე ანთებების და, განსაკუთრებით ხშირად, ზედა ყბის წიაღის გახანგრძლივებული ანთების, ასევე ქრონიკული სურდოს დროს. გარკვეულ როლს ასრულებს ცხვირის ძგიდის გამრუდება, შუა ნიჟარის მჭიდროდ შეხება ცხვირის ლატერალურ კედელთან, ცხვირის გასავლების თანდაყოლილი სივიწროვე. ოდონტოგენურ ჰაიმორიტს დასაწყისისთანავე აქვს დუნე ქრონიკული მიმდინარეობა. განასხვავებენ ანთების ექსუდაციურ ფორმებს (ჩირქოვანი, კატარული), პროდუქციულ ფორმებს (პოლიპოზური, კედლისმიერ-ჰიპერპლასტიკური, ქოლესტეატომური, კაზეოზური, ნეკროზული, ატროფიული). გვხვდება ასევე ვაზომოტორული და ალერგიული ჰაიმორიტი. ზედა სასუნთქ გზებში ატროფიული პროცესებისა და ოზენის დროს ვითარდება ასევე ატროფიული ჰაიმორიტიც. ნეკროზული ჰაიმორიტი წარმოადგეს მძიმე ინფექციური დაავადების გართულებას.
სიმპტომები, მიმდინარება დამოკიდებულია დაავადების ფორმაზე. ექსუდაციური ფორმის დროს ავადმყოფის ძირითადი ჩივილია ცხვირიდან უხვი გამონადენი. წიაღიდან სეკრეტის გამოდენის გაძნელებისას ცხვირიდან გამონადენი თითქმის არ არის და ავადმყოფები უჩივიან სიმშრალეს ხახაში, დიდი რაოდენობით ნახველის ამოხველებას დილაობით, არასასიამოვნო სუნს პირიდან. დაზიანებული წიაღის მიდამოში ტკივილები არ აღინიშნება, მაგრამ შესაძლოა იგი გამოვლინდეს პროცესის გამწვავებისას ან ექსუდატის გამოდენის შეფერხების დროს. ასეთ დროს პალპაციით ვლინდება თვალბუდის წინა-უკანა კუთხისა და წიაღის წინა კედლის მტკივნეულობა დაზიანებულ მხარეზე. ხშირია თავის ტკივილი და ნერვული სისტემის დარღვევები (ადვილად დაღლა, გაფანტულობა). გამწვავების დროს ვლინდება ლოყების შესიება და ქუთუთოების შეშუპება. გამონადენის არსებობა ცხვირის შუა გასავალში წარმოადგენს მნიშვნელოვან ნიშანს. დამახასიათებელია ასევე ლორწოვანი გარსის ჰიპერტროფია და შეშუპებული პოლიპების წარმოქმნა. დაავადება მიმდინარეობს ხანგრძლივად. ღარიბი სიმპტომატიკის გამო პროცესი ხშირად შეუმჩნეველია.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 1151 times by 728 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka