სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებები

ცხვირ-ხახის ფიბრომა (epipharyngeal fibroma) – ცხვირ-ხახის განსაკუთრებულად ხშირი სიმსივნე. ჰისტოლოგიურად მიეკუთვნება კეთილთვისებიან ახალწარმონაქმნებს, თუმცა  ზრდისადმი მათი მიდრეკილებისას, რასაც თან ახლავს გარემომცველი ქსოვილების დესტრუქცია, მათ შორის ძვლოვანის, ასევე ხშირი, ზოგჯერ სიცოცხლისათვის საშიში სისხლდენების გამო ამ სიმსივნეებს განიხილავენ როგორც ავთვისებიანებს. ფიბრომის საწყის ადგილს წარმოადგენს ცხვირ-ხახის თაღი და ხახის უკანა კედელი; ზრდა მიმართულია ხახის, ცხვირისა და დანამატი წიაღების ღრუში, თვალბუდეში, იშვიათად ქალას ღრუში. სიმსივნე წარმოიქმნება, როგორც წესი, ბიჭებში 10 – 13 წლის ასაკში. 24 -25 წლის შემდეგ სიმსივნის ზრდა წყდება და იგი ექვემდებარება უკუგანვითარებას.
სიმპტომები, მიმდინარეობა. ცხვირის ცალმხრივი დაცობა, 5-6 თვის შემდეგ ცხვირით სუნთქვა მთლიანად წყდება ორივე მხარეზე, ვლინდება დახურული დუდღუნაობა. შესაძლოა განვითარდეს მკვეთრი ანემია, როგორც შედეგი განმეორებითი სისხლდენებისა. გავრცელებული სიმსივნის დროს, მისი ზრდის მიმართულების მიხედვით, შესაძლოა წარმოიქმნას ეგზოფთალმი, მაგარი და რბილი სასის გამობერვა, გარეთა ცხვირის დეფორმაცია და სხვა ნიშნები. სიმსივნის ზრდა ქალას ღრუში საფრთხეს უქმნის ავადმყოფის სიცოცხლეს.
დიაგნოზის დაზუსტება ხდება წინა და უკანა რინოსკოპიით, ცხვირ-ხახის პალპაციით. პროცესის გავრცელებას აზუსტებენ რენტგენოლოგიური მეთოდით, ტომოგრაფიით. დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება ადენოიდებთან და ავთვისებიან სიმსივნეებთან; მათგან განსხვავებით  ცხვირ-ხახის ფიბრომის დროს არ ვითარდება მეტასტაზები და დაწყლულებები

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 1074 times by 504 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka