ლალი დათეშიძე
ცხვირის კარიბჭის ფურუნკული – წარმოიქმნება ტრავმებისა და განაკაწრების დროს სტაფილოკოკური ინფექციის შეღწევით ცხვირის შესავალის ცხიმოვან ჯირკვლებსა და თმის ფოლიკულებში. გასაკუთრებით ხშირია ფურუნკულოზისადმი მიდრეკილ პირებში.
სიმპტომები, მიმდინარეობა. ძლიერი ტკივილი, რომელიც ხშირად გადაეცემა საფეთქელში, კბილებში, თვალში. კანი ცხვირის წვერზე და ფრთებზე გათხელებული, ჰიპერემიული, დაჭიმული და ძალიან მტკივნეულია შეხებისას. სხეულის ტემპერატურა შეიძლება იყოს მომატებული. ანთებითი შეშუპება ზოგჯერ ვრცელდება გარემომცველ ქსოვილებზე. შესაძლებელია მძიმე გართულებები, განსაკუთრებით ფურუნკულის გაჩხვლეტისა და გამორწყვის დროს, რაც სრულიად დაუშვებელია, ვინაიდან იწვევს ინფექციის გავრცელებას ქალას ღრუში.
მკურნალობა კონსერვატულია. საწყის სტადიაზე ცხვირში ათავსებენ 10%-იან სინტომიცინის ემულსიას ან ბუროვის სითხეში დასველებულ დოლბანდის ტურუნდას (ყოველ 3-4 საათში). ფურუნკულოზის დროს აუცილებელია სიმშვიდე, ანიბიოტოკოთერაპია. გამოიყენება ფიზიოთერაპია, ავტოჰემოთერაპია, გამაკაჟებელი მკურნალობა, გამა-გლობულინი, სტაფილოკოკური ანატოქსინი.
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
იხილეთ ექიმთა კატალოგი
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 976 times by 477 viewers



