თანდაყოლილი სტრიდორი

თანდაყოლილი სტრიდორი – ხორხის გარეთა რგოლის განვითარების ანომალია. ვლინდება ადრეული ბავშვობის ასაკში. ხორხსარქველი რბილია, ციცხვ-ხორხსარქველის ნაოჭები ერთმანეთთან მიახლოებულია და წარმოქმნიან თითქოსდა გაუშლელ აფრას, რომლებიც ჩასუნთქვისას ეკვრიან ხორხის ღრუს, რითაც აიხსნება ინსპირატორული ხმიანობა სუნთქვის დროს.

დამახასიათებელია მსტვინავი სუნთქვა ჩასუნთქვის დროს. მისი ინტენსივობა მცირდება ძილის დროს და პირიქით, ძლიერდება მღელვარების, ყვირილის, ხველის დროს. ზოგადი მდგომარება ცუდი არ არის, ხმა შენარჩუნებულია. სტრიდორის მოვლენა 6 თვის ასაკში მცირდება და 2-3 წლის ასაკში მთლიანად გაივლის.

ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებები

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

 

 

 

Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..