ლალი დათეშიძე
ყურის ტრავმული დაზიანების განსაკუთრებით ხშირი სახე. დაზიანების ხასიათი დამოკიდებულია ტრავმის ინტენსივობაზე. შესაძლებელია დაზიანდეს არა მხოლოდ გარეთა ყური, არამედ შუა და შიგნითა ყურიც (ქალას ფუძის მოტეხილობა).
სიმპტომები, მიმდინარეობა. ყურის ნიჟარის გაჭყლეტა ხშირად რთულდება ოტჰემატომით. შედარებით ძლიერი ტრავმების დროს ხდება ყურის ნიჟარის მოწყვეტა და გასრესა. ძლიერი ტრავმის დროს აღინიშნება პირამიდის სიგრძივი და განივი მოტეხილობა. პირამიდის სიგრძივ მოტეხილობას, გარდა ზოგადი სიმპტომებისა, ახლავს დაფის აპკის, გარეთა სასმენი მილის ზედა კედლის კანის გაგლეჯა, სისხლდენა ყურიდან და ლიკვორეა; სახის ნერვი, როგორც წესი, არ ზიანდება, ვესტიბულური აპარატის ფუნქცია შენახულია, სმენა დაქვეითებულია. საფეთქლის ძვლის პირამიდის განივი მოტეხილობა მიმდინარეობს ლაბირინთისა და, როგორც წესი, სახის ნერვის დაზიანებით. ამასთან, სმენისა და ვესტიბულური ფუნქცია თითქმის ყოველთვის გამოთიშულია. დაფის აპკის მთლიანობა არ ირღვევა, გარეთა სასმენი მილიდან სისხლდენა არ აღინიშნება. ძვლოვანი დაზიანებების ხასიათს ადგენენ ქალას რენტგენოლოგიური გამოკვლევით.
მკურნალობა. ყურის ნიჟარის მცირედი სისხლჩაქცევებისა და ნაკაწრების დროს – 5%-იანი იოდის ხსნარის წასმა და ასეპტიკური ნახვევი. ოტჰემატომის მკურნალობა: ყურის ნიჟარების გასრესისა და მოწყვეტის დროს – ქირურგიული დამუშავება. შეჰყავთ ტეტანუსის საწინააღმდეგო შრატი და ანატოქსინი, ჩვენების მიხედვით ინიშნება ანტიბიოტიკები, სულფანილამიდები, ფიზიოთერაპიული მკურნალობა. ქირურგიულ ჩარევას მიმართავენ შესაბამისი ჩვენებით.
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
იხილეთ ექიმთა კატალოგი
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 582 times by 347 viewers



