დოიჩლენდერის დაავადება

დოიჩლენდერის დაავადება – წინატერფის ძვლების დაზიანება სტატიკურ – დინამიკური გადატვირთვის შედეგად, მაგ. სპორტული ვარჯიშების, ხანგრძლივი ფორსირებული სიარულის დროს. დაავადების გენეზში გარკვეულ როლს ასრულებს გადატვირთვა, ბრტყელტერფიანობა, ტერფის სახსრების მადეფორმირებელი ართროზი. ვლინდება ტკივილით, ლოკალური შეშუპებით, კოჭლობით. დიაგნოზი დგინდება რენტგენოლოიგიური გამოკვლევით.