თავბრუსხვევა

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

თავბრუსხვევა – – ავადმყოფის მიერ საკუთარი თავის ან მის გარშემო მყოფი საგნების ბრუნვის, ან სხეულის შექანების, დაცემის შეგრძნება. ამგვარი სისტემური თავბრუსხვევა დამახასიათებელია ვესტიბულური რეცეპტორების, ვესტიბულური ნერვის ან მისი ბირთვების დაზიანებისათვის. როგორც წესი, სისტემურ თავბრუსხვევას თან ახლავს გულისრევა, ღებინება, მომატებული ოფლიანობა, პულსის სიხშირის ცვლილება, არტერიული წნევის მერყეობა. სისტემური თავბრუსხვევის შეტევები გრძელდება რამდენიმე წუთიდან რამდენიმე საათამდე. გარდა სუბიექტური დარღვევებისა და ვეგეტატიური მოშლილობებისა, არაიშვიათია ნისტაგმის აღმოჩენა. ვესტიბულური სტრიქტურების ირიტაციის დროს ნისტაგმი მიმართულია დაზიანების კერის მიმართულებით, ხოლო დესტრუქციული პროცესების დროს – საპირისპირო მხარეზე. ბრუნვადი თავბრუსხვევა განსაკუთრებით მკვეთრადაა გამოხატული ლაბირინთის უშუალო დაზიანების დროს – ანთების, ტრავმის, იშემიის, შეშუპების დროს. თავბრუსხვევა, განპირობებეული თავის ტვინის ორგანული დაზიანებით, არაიშვიათად შერწყმულია დიპლოპიასთან, თვალის მამოძრავებელი კუნთების პარეზთან, ბულბარულ ნიშნებთან. ნისტაგმი ამავე დროს არ

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა