ალკენის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ალკენის სინდრომი – პროსტატოპათია, პროსტატის ნეკროზი, პროსტატორეა. უროგენიტალური სისტემის ნეიროვეგეტატიური რეგულაციის დარღვევა მამაკაცებში, შარდიდან დაცლის ფუნქციური დარღვევები. ნიშნები: პოლაკიურია სიცივეზე და ნერვიულობის დროს, დიზურია, სქესობრივი ფუნქციის დარღვევა (სუსტი ერექცია, თესლის ნაადრევი დაღვრა), დიზესთეზია შორისის მიდამოში – სიცივის შეგრძნება, ჰიპო – ან ჰიპერესთეზია, ქავილი, პროსტატორეა, თესლის სპონტანური დაქცევა დეფეკაციის ან შარდვის დროს. რექტალური გასინჯვით შეიმჩნევა წინამდებარე ჯირკვლის ზომიერი გადიდება და მტკივნეულობა. იხ. სინონიმები: პოზნერის სიმპტომი, ბლუმენზატის სინდრომი. [“3”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. სამონასტრო ბაღები 4. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..