ამნიოცენტეზი – (amniocentesis; ბერძ. Amnion – სანაყოფო გარსი და kentesis – გაჩხვლეტა) სანაყოფო ბუშტის პუნქცია სანაყოფო წყლების მისაღებად, სადიაგნოსტიკოდ ან სამკურნალო მიზნით.(1)
ამნიოცენტეზი (amniocentesis) – ამნიონის სითხის გამოსაკვლევის მიზნით, პუნქცია ამნიონის ღრუში. პრენატალური დიაგნოსტიკის ერთ-ერთი ძირითადი მეთოდია. უჯრედების კულტივაციის შემდეგ, მიმდინარეობს გენური და ქრომოსომული მუტაციების იდენტიფიცირება, შესაძლებელია ემბრიონის სქესის დადგენაც. ამნიოცენტეზი ტარდება, ჩასახვიდან არა უგვიანეს მე-16 კვირაში. პირველად ამნიოცენტეზის ოპერაცია ჩაატარა დ. ბივისმა 1956 წელს. (2)
გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
.