ანემია

ანემია – (სისხლნაკლულობა) დაავადებათა ჯგუფი, რომელსაც ახასიათებს: 1. ერითროციტებში ჰემოგლობინის შემცირება; 2. სისხლში ერითროციტების შემცირება; 3. სისხლის საერთო მასის შემცირება. ანემიას იწვევს სამი ძირითადი ფაქტორი: 1. სისხლი დაკარგვა (პოსტჰემორაგიული ანემია); 2. სისხლწარმოქმნის დარღვევა (რკინადეფიციტური ანემია, B12 ვიტამინოდეფიციტური ანემია, აპლასტიკური ანემია); 3. სისხლის გაძლიერებული დაშლა (ჰემოლიზური ანემია).

ანემია, სისხლნაკლებობა (anemia) – მდგომარეობა, რომელსაც ახასიათებს ორგანიზმში, ჰემოგლობინის კონცენტრაციის და სისხლში ერითროციტების რაოდენობის დაქვეითება. ანემიების ფორმები მრავლობითია. ძირითადად გამოყოფენ დეფიციტურ (ვითარდება რკინის, ფოლიუმის მჟავას  უკმარისობის შედეგად) და აქრესტიულ (ვითარდება აუცილებელი ნივთიერებების აუთვისებლობის შედეგად) ანემიებს. ანემიების მრავალი ფორმა, დაკავშირებულია გენეტიკურ დარღვევებთან, მაგალითად, ჰემოლიზური ანემია, ადისონის დაავადება, მეგალობლასტური ანემია. (2)


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

.

Share this...Share on Facebook
Facebook