nostalgia

მკურნალობა უცხოეთში


გასახდომი დიეტები

,,დიეტები”

ინტერნეტი, მათ შორის ქართული, სავსეა გასახდომი დიეტებით. მკითხველის მოსაზიდად, ამ დიეტებს ხან ერთი ცნობილი ადამიანის, ხან მეორის სახელით ან სარეკლამო ფრაზებით ნათლავენ. დიეტები ხშირად მიდგომითაც განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. ასეთ სიტუაციაში საკმაოდ ძნელია გარკვევა რომელი დიეტა ავირჩიოთ. თავდაპირველად, ამ დიეტებს კლასიფიკაცია გავუკეთოთ.

დიეტები რამდენიმე დიდ ჯგუფად იყოფა: >>>>

1. დაბალკალორიული დიეტები ეს გასახდომი დიეტების ყველაზე დიდი და მრავალფეროვანი ჯგუფია. ამ დიეტების არსი მარტივია: გამოიყენება სხვადასხვა, დაბალკალორიული პროდუქტები. დიეტები დგება იმგვარად, რომ კალორიების დღიურმა მოხმარებამ გადააჭარბოს დღიურად მიღებული კალორიების რაოდენობას. რაც უფრო მეტია კალორიების დეფიციტი, მით უფრო სწრაფად ხდება ადამიანი.

2. ნაკლებცხიმიანი დიეტები

ამ ტიპის დიეტებში ხდება ცხიმების შეზღუდვა. ამასთან, არაცხიმოვანი და კალორიულობის ჯამური რაოდენობის შეზღუდვა პრაქტიკულად არ ხდება.

3. მცირენახშირწყლოვანი დიეტები

ამ ტიპის დიეტებში ხდება ნახშირწლების, უმეტესად შაქრის შეზღუდვა. ამასთან, კალორიულობის ჯამური რაოდენობის შეზღუდვა პრაქტიკულად არ ხდება.

4. მონოდიეტები ამ ტიპის დიეტები მხოლოდ ერთი პროდუქტით კვებას ითვალისწინებენ.

დღეს პოპულარულია: ბრინჯის, ვაშლის, კეფირის, ხაჭოს, კარტოფილის, საზამთროს და სხვა დიეტები. ამ ტიპის დიტებზე ხანგძლივი “ჯდომა” სახიფათოა.

5. ცილოვანი დიეტები ცილოვანი დიეტები ითვალისწინებს მხოლოდ ცხოველური ცილების (ხორცი , თევზი) მიღებას. მცირე რაოდენობით დაიშვება ხილისა და ბოსტნეულის მიღება. ხანგრძლივად არც ამ დიეტაზე “ჯდომა” შეიძლება, სიფრთხილეა საჭირო.

6. ცალკეული პროდუქტების ამკრძალავი ან შემზღუდველი დიეტები ამ ჯგუფის დიეტები აწესებენ სრულ ან ნაწილობრივ შეზღუდვას სხვადასხვა პროდუქტებზე. მაგალითად: შაქარზე, პურზე.

დიეტები, როგორც ხედავთ მრავალფეროვანია. რომელს გამოიყენებთ თქვენი ასარჩევია, მაგრამ სიფრთხილეა საჭირო. გადამეტება არაა სასურველი. ცხადია სასურველია დიეტოლოგის კონსულტაცია.

Leave a Reply

დარგობრივი საიტები

vaka