ანუსი

ანუსი (ყითა ნაწლავი, ყითა) – (ლათ. anus — „რგოლი“) უკანა ტანი, ყითა, სწორი ნაწლავის ბოლო ნაწილი.

ანუსის დანიშნულება ორგანიზმიდან ფეკეალიებისა და აირის გამოყოფაა. სწორი ნაწლავის მომჭერი ფუნქციის წყალობით (ჰიდრავლიკური მექანიზმი, ასევე ჰემოროიდული სტრუქტურა აქტიურად მონაწილეობს აირებისა და შიგთავსის შესაკავებლად, სწორი ნაწლავის მომჭერი ფუნქციის ჰერმეტიზაციაში) ადამიანს შეუძლია დაარეგულიროს დეფეკაციის პროცესი. მას შემდეგ, რაც ფეკეალიები გადადის ანალურ არხში ე.წ. ანალური სფინქტერების მოდუნების ხარჯზე ხდება მათი სწორი ნაწლავიდან გარეთ გამოყოფა.

სწორ ნაწლავში, ანუსის ირგვლივ უამრავი ინფექციის გადამტანი ბაქტერია ბინადრობს, სწორედ ამიტომ საპნითა და თბილი წყლით ანუსის ხშირი გასუფთავება მნიშვნელოვანი და აუცილებელია. გასათვალისწინებელია, რომ ანუსის გარშემო კანი მეტად ნაზი და მგრძნობიარეა, ამიტომ იოლად ღიზიანდება – იწყება ქავილი, წვა… ასეთ შემთხვევაში აუცილებელია ბუნებრივი ზეთის გამოყენება, რომელიც დაარბილებს და დაატენიანებს კანს. ანუსი საკმაოდ იოლად ღიზიანდება.  გაღიზიანება შესაძლოა მრავალმა  ფაქტორმა გამოიწვიოს.

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

გაფრთხილება!