აორტა

აორტა – მთავარი არტერიული სისხლძარღვი, რომელიც გამოდის გულის მარცხენა პარკუჭიდან. აორტა იწყება შედარებით გაგანიერებული ნაწილით, რომელსაც აორტის ბოლქვი – bulbus aortae ეწოდება.

აორტაში არჩევენ შემდეგ ნაწილებს: ასწვრივი აორტა – aorta ascendes, აორტის რკალი – arcus aortae, დასწვრივი აორტა – aorta descendens, რომელიც თავის მხრივ იყოფა: გულმკერდის აორტად – aorta thoracica, და მუცლის აორტად – aorta abdominalis.

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძეარჩილ შენგელიასამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი