ანანასის დიეტა

ანანასის დიეტა

წონის კორექციისათვის  ინტერნეტ-მაღაზიები გვთავაზობენ მრავალ ეფექტურ საშუალებას.  იხ. ქვევით ჟოლოსფერი ტექსტები

ვიბრომასაჟორი 
ანტიცელულიტური ვაკუუმ-მასაჟორები 
ანტიცელულიტური ქილები 
ხელის ანტიცელულიტური მასაჟორები 
ელექტრომასაჟორები 
გასახდომი კორსეტები 
გასახდომი საუნა-შორტები 
კუნთების სტიმულატორები 
გასახდომი ჩაი   
ანტიცელულიტური სკრაბები 
ანტიცელულიტური კრემები 
ანტიცელულიტური ზეთები

ამ საშუალებების დეტალურად გასაცნობად გაეცანით სტატიას:  „წონის კორექციის საშუალებები უცხოურ ინტერნეტ-მაღაზიებში“ 

მე ამას შევძლებ

ანანასის დიეტა

ამ დიეტით 2 დღეში შეიძლება დაიკლოთ 2 კილოგრამი. შეიძლება მხოლოდ ცოცხალი ანანასის  გამოყენება. დაუშვებელია დაკონსერვებული ანანასის დიეტისათვის გამოყენება. უშუალოდ ანანასი 500 გრამ რბილობზე 275 კილოკალორიას შეიცავს. ანანასის დიეტის ზედიზედ 3 დღეზე მეტხანს დაცვა დაუშვებელია.
ანანასი ჩვენში ძვირად ღირებული პროდუქტია და ანანასის დიეტის დაცვის საშუალება ყველას არა აქვს. ლიტერატურაში არის ინფორმაცია, რომ ენზიმებს, რომლებსაც ანანასი შეიცავს, ცხიმების დაშლის განსაკუთრებით მაღალი უნარი აქვთ.
ანანასის დიეტაამ ფაქტის დამადასტურებელი სანდო სამეცნიერო კვლევები ვერ მოვიპოვეთ. თუკი თქვენ არა გაქვთ ანანასის დიეტის დაცვის საშუალება, ნუ მოიწყენთ, ჩვენს ბუნებაში უამრავი, ხელმისაწვდომი პროდუქტი მოიპოვება, რომლებიც არ ჩამოუვარდება ანანასს.
ანანასის დიეტის დასაცავად დაგჭირდებათ ორი კილოგრამი ანანასი და ერთი ლიტრი ახალი, ნატურალური წვენი, შაქრის გარეშე.
ანანასი უნდა დაჭრათ 4 თანაბარ ნაწილად და მიიღოთ დღეში ოთხჯერ.
ერთი ლიტრი წვენი შეგიძლიათ გაანაწილოთ თქვენი შეხედულებისამებრ და დღის მანძილზე დალიოთ. ანანასის დიეტა არ ითვალისწინებს სხვა რაიმე პროდუქტის მიღებას.

ანანასის დიეტა სასურველია კვირაში მხოლოდ ერთხელ დაიცვათ

 

.  თუ ანანასის  დიეტას ზედიზედ 2–3 დღე იცავთ და გიჭირთ შეგიძლიათ დღიურ რაციონში დამატებით შეიტანოთ 100 გრამი ქათმის ან საქონლის უცხიმო ხორცი (კანის გარეშე). 100 გრამი უცხიმო ხაჭო, ცოტა რაოდენობით პური ან წიწიბურა.

2. ანანასის დიეტის შეფასება

2.1 ანანასის დიეტის პლიუსები

ანანასის დიეტის მეშვეობით წონის დაკლება, უშუალოდ დიეტის დასაწყისში ხდება. ეს ფსიქოლოგიურად დადებითად განგაწყობთ და სტიმულს მოგცემთ.

2.2 დიეტის უარყოფითი მხარეები

სწორედ იმიტომ, რომ ანანასის დიეტა წონის სწრაფ დაკლებას იწვევს, მას უარყოფითი შედეგებიც აქვს: – ამ დიეტის დროს ორგანიზმი დიდი რაოდენობით წყალს კარგავს.
წონის დაკლება ძირითადად სწორედ წყლის დანაკარგის ხარჯზე ხდება. ცხიმები, ფარდობითაც კი ნაკლებად მცირდება.
აქედან გამომდინარე, თუკი ანანასის  დიეტის შემდეგ არ იქნა დაცული კვების რაციონალური რეჟიმი, დიდია წონაში სწრაფი მომატების საშიშროება; – ანანასის დიეტა ძალიან ცალმხრივია, ჯანმრთელობისათვის რისკები მაღალია. რიგი სპეციალისტები თვლიან, რომ ანანასის  დიეტა ერთ დღეზე მეტხანს არ უნდა დავიცვათ.
ამავე დროს, მას როგორც მცირეკალორიულ, გემრიელ პროდუქტს რეკომენდაციას აძლევენ ჩართულ იქნეს სხვა დიეტებში, ან ანანასის დიეტა გამდიდრდეს სხვა პროდუქტებით, გამოფიტვის თავიდან ასაცილებლად. (იხ.ზემოთ)

3. ანანასის  შემადგენლობა:

100 გრამი ანანასის შემადგენლობა: კალორიულობა: 46.5კ/კალ. წყალი: 85.3 გრ. ცილები: 0.4 გრ ცხიმები: 0.2 გრ. ნახშირწყლები: 11.5 გრ მონო და დისაქარიდები: 11.5 გრ საკვები ბოჭკოები: 1.2 გრ. ორგანული მჟავები: 0.7 გრ.: 0.7 გრ ვიტამინი A: 0.04 მგ. ვიტამინი B1: 0.08 მგ. ვიტამინი B2: 0.03 მგ ვიტამინი B3: 0.2 მგ ვიტამინი B6: 0.1 მგ ვიტამინი B9: 5.0 мкг ვიტამინი C: 20.0 მგ. ვიტამინი PP: 0.2 მგ. რკინა: 0.3 მგ კალიუმი: 321.0 მგ. კალციუმი: 16.0 მგ მაგნიუმი: 11.0 მგ ნატრიუმი: 24.0 მგ. ფოსფორი: 11.0 მგ.

ზომის ერთეულები: ჩაის ჭიქა: 250.0 გრ. დაწახნაგებული ჭიქა: 200.0 გრ. ჩაის კოვზი: 7.0 გრ. სუფრის კოვზი: 20.0 გრ.

4. გამოხმაურებები ანანასის დიეტაზე

ჩვენ გავეცანით ანანასის დიეტის შესახებ გამოხმაურებებს რუსულ, ინგლისურ და ფრანგულ ენოვან ფორუმებში. ყველაზე პოპულარული ანანასის დიეტა რუსულ ფორუმებში ჩანს. შემდეგ–ფრანგულში.
იმ პირთა შეფასებები, რომლებმაც ანანასის დიეტა 1–3 დღით დაიცვეს დადებითია. საშუალოდ მითითებულია, რომ 3 დღეში დაიკლეს 2–3 კილოგრამი. დიეტით უკმაყოფილოა ის პირები, რომლებმაც დიეტა 3 დღეზე მეტ ხანს დაიცვეს.
როგორც მოსალოდნელი იყო, აღნიშნავენ, რომ წონის კლება შეწყდა. არის რამდემინე გამოხმაურება, როცა უჩივიან ჯანმრთელობის გაუარესებას.

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>
♦ წონის კორექციის საშუალებები უცხოურ ინტერნეტ-მაღაზიებში