არბოვირუსები

არბოვირუსები – (Arboviruses, შემოკლებული ინგლისური გამოთქმა Arthropod borne viruses – ვირუსები, რომლებსაც ატარებენ ფეხსახსრიანები), ხერხემლიანი ცხოველებისა და ადამიანის ვირუსები, რომლებიც გადააქვთ ფეხსახსრიანებს (ტკიპა, მოსკიტი და სხვ.). მათ ორგანიზმში აქტიურად მრავლდებიან, მაგრამ თვით ფეხსახსრიანთა დაავადებას არ იწვევენ. არბოვირუსები იწვევენ სხვადასხვა სახის ენცეფალიტს, ჰემორაგიულ ცხელებასა და სხვ. დაავადებებს. ამ დაავადებათა ბუნებრივი კერები ემთხვევა არბივირუსების გადამტანის ადგილსამყოფელს. ცნობილია 200 – ზე მეტი არბოვირუსი, რომელტაგან 50 – ზე მეტი პათოგენურია ადამიანისათვის. [“1”]

არბოვირუსი (arbovirus) – არბოვირუსები – ვირუსების გარეტაქსონომიური (მოიცავს ოჯახების სხვადასხვა წარმომადგენლებს) ჯგუფი. გაერთიანებულია ეკოლოგიური ნიშნების მიხედვით, სისხლისმწოველი გადამტანი მწერების მიხედვით; უფრო ზუსტად კი არბოვირუსებს, ტოგავირუსების მხოლოდ რამდენიმე წარმომადგენელი მიეკუთვნება. (2)


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

.

Share this...Share on Facebook
Facebook