აუსკულტაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

აუსკულტაცია – –(ლათ. auscultatio – მოსმენა), შინაგანი ორგანოების გამოკვლევის ერთ – ერთი ძირითადი მეთოდი ამ ორგანოებში წარმოშობილი ხმიანობის მოსმენით. ორგანოს მოსმენა შეიძლება უშუალოდ ყურით ან სპეციალური ხელსაწყოებით – სტეთოსკოპისა და ფონენდოსკოპის საშუალებით. გულის გამოკვლევა მოსმენით პირველად შემოიღო ბერძენმა ექიმმა არეტეოსმა (ძვ.წ. II) თანამედროვე აუსკულტაციის ფუძემდებლად ითვლება ფრანგი ექიმი რ. ტ. ი. ლაენეკი, რომელმაც პირველად (1819) გამოიყენა სტეტოსკოპი. აუსკულტაციისთვის უმეტესად იყენებენ ფონენდოსკოპს, რომელიც მემბრანიანი ღრუ კაფსულისა და რეზინის ორი მილისაგან შედგება. კაფსულას ადებენ ავადმყოფის სხეულს. მემბრანა გადასცემს ამა თუ იმ ორგანოში წარმოშობილ ხმიანობას, რომელსაც მილების საშუალებით ისმენს ექიმი. ფილტვების აუსკლტაციით ისმენენ სუნთქვითს ხმაურს, გარკვეული დაავადებისათვის დამახასიათებელ სხვადასხვაგარ ხიხინს; გულის ტონების ცვალებადობისა და გულში წარმოქმნილი შუილის მიხედვით განსაზღვრავენ გულის მოქმედებას, დაავადებას. არტერიებს ისმენენ სისხლის წნევის გასინჯვის დროს, მუცლის აუსკულტაციით ადგენენ კუჭისა და ნაწლავების პერისტალტიკას, ორსულობის დროს ნაყოფის გულისცემას და ა. შ. თ. დიდებულიძე [“1”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.
საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.
სამედიცინო ლიტერატურა
 3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4. დიეტები  5. ორსულობა და მშობიარობა