გადასვლა საიტის – ,,დიეტები”-სათაო გვერდზე
1. დიეტის აღწერა
ითვლება, რომ ბრინჯი არა მარტო გემრიელი და ყუათიანია, არამედ მას აქვს უნარი მოახდინოს სხვადასხვა შლაკებისა და მავნე ნივთიერებების აბსორბცია და გამოყოფა ორგანიზმიდან.
ბრინჯის დიეტების მრავალი ვარიანტი არსებობს. ამ დიეტებს ლიტერატურაში რეკლამირება უკეთდებათ, არა მარტო როგორც წონის დასაკლებ, არამედ როგორც ორგანიზმის გამწმენდ პროდუქტს. მოგვყავს ბრინჯის დიეტის რამდენიმე ვარიანტი, რომელიც დალაგებულია “რთულიდან მარტივისკენ”
1. ბრინჯის მკაცრი დიეტა
უნდა მოხარშოთ 1 ჭიქა ბრინჯი და პატარ–პატარა ულუფებად მიირთვათ მთელი დღის განმავლობაში. შეგიძლიათ დააყოლოთ ვაშლის წვენი. თუკი ძალიან გაგიჭირდათ, მიირთვით 1–2 კანგაცლილი ვაშლიც მთელი დღის მანძილზე.
ეს დიეტა თავდაპირველად 1–3 დღე შეიძლება დაიცვათ. შემდეგ კი გაიმეოროთ კვირაში ერთი დღე, ან თვეში ერთხელ, სამი დღით.
2. ბრინჯის ნაკლებად მკაცრი დიეტა
ამ დიეტას უფრო სწორი იქნება ფლავის დიეტა ვუწოდოთ. დღეში შეგიძლიათ მიიღოთ 500 გრამი მოხარშული ბრინჯი, რომელსაც გემოვნების მიხედვით შეგიძლიათ დაუმატოთ: უცხიმო ხორცი ან თევზი, ქიშმიში, მუხუდო. სიმინდი. თუ გაგიჭირდათ დღეში შეიძლება მიიღოთ ნახევარი კილოგრამი ვაშლი. სითხე მიიღება ვაშლის წვენის სახით.
ბრინჯზე დანამატების დღიური ნორმა 200 გრამია. ჯობს ცვალოთ დანამატები.
ეს დიეტა, შეიძლება 7–10 დღე გაგრძელდეს და განმეორდეს ყოველ 2 თვეში.
3. ბრინჯის ხანგრძლივი დიეტა
ცხადია, ზემოთ აღწერილი დიეტებით წონაში დაიკლებთ, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ამ დიეტებით ორგანიზმის გაწმენდა ხდება.
თუკი დაკლებული წონა არ გაკმაყოფილებთ, ბრინჯის დიეტა შეგიძლიათ ჯანმრთელობის კონტროლოს ქვეშ, გააგრძელოთ ოთხ კვირამდე. ასეთ შემთხვევაში, ორგანიზმის გამოფიტვის თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია დიეტის კომპონენტები შეავსოთ ხოლით, უცხიმო ხორცითა და თევზით.
სხვადასხვა ლიტერატურის მიხედვით, რეკომენდებულია ბრინჯის ხანგრძლივი დიეტის დროს მიიღოთ კალიუმის პრეპარატები. ჩვენი აზრით, ჯობს ბრინჯის დანამატებში შეიტანოთ კალიუმის შემცველი პროდუქტები და პრეპარატების მიღებას თავი აარიდოთ (ცხადია თუკი ექიმი არ გირჩევთ)
იხილეთ სტატია “კალიუმის შემცველობა საკვებ პროდუქტებში”.
ბრინჯის დიეტის დროს, უმჯობესია გამოყენებულ იქნეს ე.წ. ”გაუწმენდავი ბრინჯი” – იგი მეტი რაოდენობით შეიცავს B –ჯგუფის ვიტამინებს.
2. დიეტის შეფასება
2.1 დიეტის პლიუსები
გარდა იმისა, რომ ბრინჯი გემრიელი და ყუათიანია, მას უნარი აქვს მოახდინოს სხვადასხვა შლაკებისა და მავნე ნივთიერებების აბსორბცია და გამოყოფა ორგანიზმიდან. ბრინჯი ხელმისაწვდომია ყველასათვის და ნებისმიერ სეზონზე.
2.2 დიეტის უარყოფითი მხარეები
ბრინჯის ზედმეტმა მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს ნაღვლის შესქელება და ქვების გაჩენა ნაღვლის ბუშტში. ცილების ნაკლებობა იწვევს ჰემოგლობინის შემცირებას სისხლში. ბრინჯში ვიტამინები ცოტაა. ქიმიური ვიტამინური პრეპარატების მიღება შეიძლება, მაგრამ ისინი აძლიერებენ მადას და, შედგად, შიმშილის გრძნობას.
3. შემადგენლობა
კალორიულობა: 283.8კ/კალ.
წყალი: 14.0 გრ.
ცილები: 7.3 გრ.
ცხიმები: 2.0 გრ.
ნახშირწყლები: 63.1 გრ.
მონო და დისაქარიდები: 3.1 გრ.
სახამებელი: 55.2 გრ.
საკვები ბოჭკოები: 9.0 გრ.
ნაცარი: 4.6 გრ.
ვიტამინი B1: 0.5 მგ.
ვიტამინი B2: 0.1 მგ.
ვიტამინი B3: 0.6 მგ.
ვიტამინი B6: 0.5 მგ.
ვიტამინი B9: 35.0 მკგ
ვიტამინი E: 1.0 მგ.
ვიტამინი H: 12.0 მკგ
ვიტამინი PP: 3.8 მგ.
ქოლინი: 85.0 მგ.
რკინა: 2.6 მგ.
კალიუმი: 202.0 მგ.
კალციუმი: 66.0 მგ.
სილიციუმი: 1240.0 მგ.
მაგნიუმი: 96.0 მგ.
ნატრიუმი: 89.0 მგ.
Сера: 60.0 მგ.
ფოსფორი: 328.0 მგ.
ქლორი: 133.0 მგ.
ალუმინი: 912.0 მკგ
ბორი: 224.0 მკგ
ვადალიუმი: 400.0 მკგ
იოდი: 2.3 მკგ
კობალტი: 6.9 მკგ
მარგანეცი: 3630.0 მკგ
სპილენძი: 560.0 მკგ
მოლიბდენი: 26.7 მკგ
ნიკელი: 51.6 მკგ
სელენი20.0 მკგ
ფტორი: 80.0 მკგ
ქრომი: 2.8 მკგ
ცინკი: 1800.0 მკგ
ზომის ერთეულები:
ჩაის ჭიქა250.0 გრ.
დაწახნაგებული ჭიქა: 200.0 გრ.
ჩაის კოვზი: 7.0 გრ.
სუფრის კოვზი: 20.0 გრ.
4 . გამოხმაურებები
ბრინჯის დიეტას ფორუმებზე ძალიან დადებითად აფასებენ.თითქმის
არაა უარყოფითი გამოხმაურება.
5. თანამშრომლობა
თუკი თქვენ გაქვთ ამ დიეტის დაცვის გამოცდილება, მოგვწერეთ დაწვრილებით, ჩვენ სტატიაში გავაშუქებთ თქვენს გამოცდილებასაც.
სიამოვნებით ვითანამშრომლებთ სპეციალიტებთანაც. საკონტაქტო ელფოსტა mpifarm@gmail.com
სტატია მოამზადეს მანანა კიკნაძემ და არჩილ შენგელიამ
Viewed 8969 times by 5210 viewers


