კალვეს დაავადება

კალვეს დაავადება – (J. Calve, ფრანგი ქირურგი; სინ.: პლატისპონდილია) ხერხემლის მალის სხეულის ოსტეოქონდროპათია. დაავადება საკმაოდ იშვიათად გვხვდება, უპირატესად 4 – 12 წლის ასაკის ბავშვებში. ოსტეოქონდროპათია ვითარდება სისხლმომარაგების მოშლის გამო. ზიანდება ერთი მალა ხერხემლის გულმკერდის ქვედა ან წელზედა არეში. პირველი და ძირითადი სიმპტომია თანდათანობითი მზარდი ტკივილი დაზიანებული მალის არეში. ხერხემლის პალპაციისას აღინიშნება ლოკალური მტკივნეულობა, კუნთების დაჭიმვა და დაზიანებული მალის წვეტიანი მორჩის მცირედი გამოსვლა.