მკურნალობა უცხოეთში


ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

კვერცხუჯრედი – (ovocytus) მდედრობითი სასქესო უჯრედი, რომელიც წარმოიქმნება საკვერცხეში ოოგენეზის შედეგად. მას აქვს სფერული ფორმა და შეიცავს ქრომოსომების ჰაპლოიდურ ნაკრებს. ადამიანის კვერცხუჯრედი შეიცავს X –  სასქესო ქრომოსომას. კვერცხუჯ­რედის ციტოპლაზმაში არის ზოგადი მნიშვნელობის ძლიერ სახეცვ­ლილი ორგანოიდები  –  ორგანელები. გარედან კვერცხუჯრედი დაფარუ­ლია ციტოპლაზმის ჰომოგენური შრით, რომელიც ქმნის ე.წ.ყვითრის გარსს. ყვითრის ჩანართების რაოდენობის მიხედვით კვერცხ უჯრედები შემდეგი სახისაა: ალეციტური (ბერძნ.a  –  უარყოფა და lekithos  –  ყვითრი), ოლიგოლეციტური (ბერძნ.oligos  –  მცირე), პოლილეციტური (ბერძნ. poly  –  მრავალი). გარდა ამისა, არჩევენ იზო –  ან ჰომოლეციტურ (ბერძნ. isos  –  თანასწორი და homos  –  მსგავსი) კვერცხებს, რომლებშიც ყვითრი თანაბარზომიერადაა განაწილებული, ტელოლეციტურს (ბერძნ.telos  –  ბოლო), რომელშიც ყვითრი უმეტესად მოთავსუბულია ერთ პოლუსზე, და ცენტროლეციტურს, რომელშიც ყვითრი მოთავსებულია კვერ­ცხუჯრედის ცენტრალურ ნაწილში. ადამიანის კვერცხუჯრედი ყვითრის კვალს შეიცავს. ძუძუმწოვრების კვერცხუჯრედი პირველად კ.ი.ბერმა აღწერა (1828). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)  – ქალის სასქესო უჯრედი, რომლიდანაც შესაძლოა განვიათარდეს ახალი ორგანიზმი მისი განაყოფიერების შემთხვევაში ან პართენოგენეზის გზით. შეიცავს ქრომოსომთა ჰაპლოიდურ კომპლექტს.(2)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Comments are closed.

vaka