კომა

კომა – (ნერვ. დაავ.) გონების ღრმა დაკარგვა გაღიზიანებაზე რეაქციების არარსებობით. გვხვდება შაქრიანი დიაბეტის, ურემიის, თავის ტვინის ინსულტების (ხშირად ჰემორაგიული), მოწამვლების, ინფექციური დაავადებების, ქალა – ტვინის მძიმე ტრამვების, თავის ტვინის სიმსივნეების დროს. ვითარდება ქერქის, შემდგომ კი ქერქქვეშა ფუნქციის დამუხრუჭება. სიმპტომები. გონების ღრმა დაკარგვა; პულსი გახშირებულია ან გაიშვიათებული, გუგები გაფართოებული ან შევიწროებული. კომის პროგრესირების პარალელურად ქრება მყესოვანი და კანის რეფლექსები, ირღვევა სუნთქვა, ქვეითდება არტერიული წნევა. – ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციის ძლიერი დათრგუნვის მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება ცნობიერების სრული დაკარგვით, გარე გამღიზიანებლებზე რეაქციის არარსებობითა და ორგანიზმის სასიცოცხლო მნიშვნელობის ფუნქციათა რეგულაციის მოშლით.(2)

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძეარჩილ შენგელიასამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

.