ლაზერი

 

ლაზერი – ოპტიკური კვანტოვანი გენერატორები; აბრევიატურა ფრაზისა: ,,Light Amplification by Stimulated Emission of Radiation” – მედიცინაში იყენებენ ზოგიერთი სახის ქირურგიული ჩარევების დროს, განსაკუთრებით ოფთალმოლოგიაში და ონკოლოგიაში, ასევე ლაზერულ თერაპიაში. ლაზერული გამოსხივებით აცილებენ კანზე წარმოქმნილ ახალწარმონაქმნებს, ამაღლებენ სხვა ოპერაციების ეფექტურობას; სისხლის დაკარგვის შემცირების ხარჯზე იგი ახდენს ჭრილობის ზედაპირზე გაწმენდის პროცესების სტიმულაციასა და ქსოვილთა რეგენერაციას. ლაზერული თერაპია დამყარებულია ტკივილის, ანთებისა და შეშუპების საწინააღმდეგო ეფექტებზე. გარდა ამისა, აღინიშნება იმუნური დაცვის ფაქტორების სტიმულაცია, ზოგიერთ პათოგენურ მიკროფლორაზე დამღუპველი მოქმედება.

არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

გაფრთხილება!

 

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..