ლუმბალური პუნქცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ლუმბალური პუნქცია – სუბარაქნოიდული სივრცის პუნქცია: ტარდება წელის არეში სადიაგნოსტიკო და სამკურნალო მიზნებისათვის. ლუმბალურ პუნქციას მიმართავენ თავზურტვინის სითხის სინჯის ასაღებად მენინგიტზე ან ქალაშიდა სისხლჩაქცევაზე ეჭვის შემთხვევაში. გარდა ამისა, მას მნიშვნელობა აქვს გაფანტული სკლეროზის, თავის ტვინის გარსების კარცინომატოზის, ნეიროლეიკემიისა და რიგი სხვა დაავადებების დიაგნოსტიკაში. სამკურნალო მიზნებისათვის ლუმბალურ პუნქციას იყენებენ სუბარაქნოიდული სივრცის დრენირებისა და ქალაშიდა წნევის დაქვეითების მიზნით, ასევე სამკურნალო საშუალებების ენდოლუმბალურად შეყვანისათვის.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook