მაკროფაგები

 

მაკროფაგები – 1. (მაკრო… და ბერძნ. phagos – შთანმთქმელი), პოლიბლასტები, ფაგოციტების ერთ – ერთი ფორმა. მაკროფაგებად ქცევის უნარი აქვთ შემაერთებელი ქსოვილის (ჰისტიოციტები), სისხლის (მონოციტები), სისხლმბადი ორგანოების კაპილარებისა და ზოგ სხვა უჯრედებს;ისინი მიკროორგანიზმების გარდა უჯრედების ნარჩენებსაც ნთქავენ და ფაგოციტოზის დროს ძლიერ დიდდებიან, რის გამოც, მიკროფაგებისაგან განსასხვავებლად, ი. მეჩნიკოვმა მათ (1892) მაკროფაგები უწოდა. [“1”]

2. (macrophagi ბერძნ.macros – დიდი და phago – disfysmfd) – მსხვილი უჯრედები, რომლებსაც შეუძლიათ მიკრობებისა და უცხო სხეულაკების წატაცება და გადამუშავება. მათ ეკუთვნის შემაერთებელქსოვილოვანი უჯრედები – ჰისტიოციტები, რეტიკულურ – ენ­დოთელური სისტემის უჯრედები და სისხლის ზოგიერთი უჯრედი – ლიმფოციტები და მონოციტები. ფაგოციტოზისადმი უნარის გამომუ­შა­ვების შემდეგ ამ უჯრედების ზომა მნიშვნელოვნად მატულობს. ამი­ტომ უწოდა მათ ი.ი.მეჩნიკოვმა (1892) მაკროფაგები, მიკროფაგებისაგან განსხვავებით, როგორიცაა რამდენადმე ნაკლები ზომის ნეიტრო­ფილუ­რი ლეიკოციტები. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

3. მეზენქიმური წარმოშობის უჯრედები, რომლებსაც უნარი აქვთ შთანთქონ და გადაამუშაონ ბაქტერიები, უჯრედთა ნაშთები და სხვ. ორგანიზმისათვის უცხო ან ტოქსიკური ნაწილაკები.

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი