მილკმენის დაავადება

მილკმენის დაავადება – (L. A. Milkman, ამერ. რენტგენოლოგი; სინ.: ლოოზერ – მილკმენის დაავადება, მილკმენის სინდრომი) ძვლოვანი სტრუქტურის გარდაქმნის ერთ – ერთი სახე, რომელიც ვითარდება ძვლოვანი ნივთიერების პათოლოგიური გათხელებით. კლინიკურ სურათში დამახასიათებელია მზარდი ტკივილები წელში და ფეხებში, მერყევი სიარული, ხერხემლისა და ლულისებრი ძვლების გამრუდება.