ნეიროვირუსული დაავადებები
1. ინფორმაცია ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონიდან:
ნეიროვირუსული დაავადებები – (სინ.: ვირუსული ინფექციები) სხვადასხვა ვირუსებით გამოწვეული ინფექციური დაავადებების დიდი ჯგუფი, რომლებიც ხასიათდებიან ნერვული სისტემის დაზიანებით.
2. ინფორმაცია ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიიდან:
ვირუსები, რომლებიც შერჩევითად აზიანებენ ნერვულ სისტემა, თავის ტვინში აღწევენ ჰემატოგენური (სისხლის მეშვეობით) გზით, როგორც ეს აღინიშნება ცოფის დროს ან პერიფერიული ნერვული დაბოლოებების მეშვეობით. ნერვული სისტემის დაზიანება შეიძლება გამოიწვიოს მწვავე ან ქრონიკულმა ვირუსული დაავადებამ, ამ უკანასკნელის ინკუბაციური პერიოდი უფრო ხანგრძლივია. ნეიროვირუსული დაავადებები პროგრესირებადია და მძიმე დაზიანებებით ხასიათდება.
ყველაზე ხშირი დაავადებები, რომელსაც მწვავე ვირუსული ინფექციები იწვევენ არის ენცეფალიტი, დუნე დამბლა, ასეპტიური მენინგიტი, პოსტინფექციური და ენცეფალომიელიტი . ქრონიკული ვირუსული ინფექციების დროს აღინიშნება ქვემწვავე სკლეროზული პანენცეფალიტი, პროგრესირებადი მულტიფოკალური ლეიკო-ენცეფალოპათია, ღრუბლოვანი (სპონგიოფორმული) ენცეფალოპათია.
ნეიროვირუსული დაავადებები – ვირუსები, რომლებიც იწვევენ ნერვული სისტემის დაზიანებას
დნმ-ის შემცველი ვირუსები:
- მარტივი ჰერპესვირუსი 1 (HSV-1) – ალცჰეიმერის დაავადება, ფოკალური ეპილეფსია, მიელიტი, ენცეფალიტი და მწვავე დისემინირებული ენცეფალომიელიტი ,
- მარტივი ჰერპესვირუსი 2 (HSV-2) – მიელიტი და ენცეფალიტი
- ადამიანის ციტომეგალოვირუსი (CMV) – გიიენ – ბარეს სინდრომი, ბავშვთა ასაკში გონებრივი ჩამორჩენილობა, ასევე დაკავშირებულია ნევროლოგიურ დარღვევებთან, როგორიცაა: მიკროენცეფალია, კრუნჩხვები, ჰიპოტონია და ნეიროსენსორული სმენის დაკარგვა
- ჰერპეს-ზოსტერის ვირუსი (VZV) – მენინგოენცეფალიტი, მიელიტი, ცერებრული ატაქსია, რეიეს სინდრომი, კრანიალური ნეიროპათია და პოსტინფექციური დისემინირებული ენცეფალომიელიტი
- ეპშტეინ-ბარის ვირუსი (EBV) – გიიენ – ბარეს სინდრომი, კრანიალური მონონეიროპათია, ფოკალური ენცეფალიტი და მიელიტი, ითვლება მრავლობითი სკლეროზის წამყვან მიზეზად
პოლიომავირუსები
- JC ვირუსი ( John Cunningham virus – JCV) – ასოცირებულია პროგრესირებად მულტიფოკალურ ლეიკოენცეფალოპათიასთან და დემიელინიზაციასთან
რნმ-ის შემცველი ვირუსები:
- ცოფის ვირუსი (Rabies) – იწვევს ნერვულ დისფუნქციას, ხასიათდება ფატალური გამოსავალით
- წითელას ვირუსი – იწვევს ნევროლოგიურ დეფიციტს
- ყბაყურას ვირუსი – ვირუსით ინდუცირებული ასეპტიური მენინგიტისა და ენცეფალიტის წამყვანი მიზეზია
- ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (HIV) – ასოცირებულია კოგნიტიურ დისფუნქციასთან
ნეიროვირუსული დაავადებები – დიაგნოსტირება
- ნეიროგამოსახულებითი კვლევები – კომპიუტერული ტომოგრაფია და მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია, რომლებიც ახდენს ვირუსული ინფექციით გამოწვეული ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებული უბნების ვიზუალიზაციას.
- ლუმბალური პუნქცია და ცერებროსპინალური სითხის გამოკვლევა
- პოლიმერაზას ჯაჭვური რეაქცია
- სეროლოგიური კვლევა
- თავის ტვინის ბიოფსია – დღეისათვის ნაკლებად გამოიყენება მსგავსი ინვაზიური კვლევები
ნეიროვირუსული დაავადებები – მკურნალობა
ნეიროვირუსული დაავადებების მკურნალობა რთული პროცესია, დამოკიდებულია გამომწვევ ვირუსზე და დაზიანების ხარისხზე. ანტივირუსული მკურნალობა ძირითადად არაფექტურია ეპშტეინ ბარის ვირუსით განპირობებული მრავლობითი სკლეროზისა და ადამიანის იმუნოდეფიციტით გამოწვეული დემენციის დროს. ფატალურია შედეგი აღინიშნება ცოფის ვირუსით ინფიცირებისას.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com
ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია
ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com
ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება
- გაფრთხილება
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988