ნისტაგმი

ნისტაგმი – 1. (თვალის დაავ.) თვალების სწრაფი და ხშირი უნებლიე მოძრაობები ჰორიზონტალური, ვერტიკალური და წრიული მიმართულებით, რაც განპირობებულია თვალის მამოძრავებებლი შესაბამისი კუნთების პერიოდული შეკუმშვებით. ეტიოლოგია. პათოლოგიური ნისტაგმი ვითარდება მხედველობის თანდაყოლილი ან ადრეულ ბავშვობაში შეძენილი სისუსტის, ცენტრალური ნერვული სისტემის, შუა ყურის დაავადებების დროს; აღენიშნებათ ზოგიერთი პროფესიის პირებს, მაგალითად მაღაროში მომუშავეებს მრავალწლიანი მუშაობის შემდეგ.

2.  თვალის კაკლის უნებლიე, კრუნჩხვითი ციმციმი.

გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი