ორსულობა (gestation) – ცოცხლადმშობიარე ორგანიზმებში, ნაყოფის საშვილოსნოში ზრდის პროცესი. ძუძუმწოვრების უმრავლესობაში, ორსულობა მიმდინარეობს სპეციალური ორგანოში – საშვილოსნოში, სხვა ორგანიზმებში კი გამტარ სასქესო გზებში. ნაყოფის კვება ხორციელდება (პლაცენტის არარსებობისას), მხოლოდ ყვითრის სხეულით ან კვერცხით. (1)
ორსულობა – ქალის ორგანიზმში განაყოფიერებული კვერცხუჯრედიდან ნაყოფის განვითარების ფიზიოლოგიური პროცესი. ორსულობის საშ. ხანგრძლივობა 280 დღეა და იგი მთავრდება ბავშვის დაბადებით. ორსულობის ვადა განისაზღვრება ბოლო მენსტრუაციის პირველი დღიდან.
საშვილოსნოს ორსულობა – არის ჩვეულებრივი ორსულობა, რომელშიც განაყოფიერებული კვერცხუჯრედი მდებარეობს საშვილოსნოში.
ფიზიოლოგიური ორსულობა – ნორმალურად მიმდინარე ორსულობა, რომელიც მთავრდება ნორმალური მშობიარობით ჯანმრთელი ბავშვის დაბადებით.
პათოლოგიური ორსულობა – გრძელდება ამა თუ იმ სხვა გართულებებით დედის ან/და ბავშვის მხრივ.
განუვითარებული (შეწყვეტილი) ორსულობა – ორსულობა, რომლის დროსაც წყდება ემბრიონის განვითარება ხელოვნური ჩარევის გარეშე. (2)
გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
.