პერფორაცია – perforatio 1. ღრუ ორგანოს კედელში ღია დეფექტის წარმოქმნა.
2 . (სტომატ.) ხვრელის წარმოქმნა.
3. ტრავმული დაზიანების ან პათოლოგიური პროცესის შედეგად ღრუ ან მილოვანი სტრუქტურის ორგანოების კედლის მთლიანობის დარღვევა. ჩვეულებრივ ასეთ შემთხვევებში ტარდება გადაუდებელი ქირურგიული ჩარევა.
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი