პიოდერმია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

პიოდერმია – 1. დერმატოზების საერთო სახელწოდება, რომელიც გამოწვეულია სტრეპტოკოკებით, სტაფილოკოკებით, იშვიათად სხვა გამომწვევევბით და ხასიათდება კანის ჩირქოვანი ანთებით. 2. კანის ჩირქოვანი დაზიანება. შეიძლება იყოს რომელიმე მქავანა დაავადების გართულების ან კანში ჩირქმბადი კოკების შეჭრის შედეგი. 3. პიოდერმია (კანისა და ვენ. დაავ.) – კანის ჩირქოვანი დაავადება, რომელიც გამოწვეულია ჩორქმბადი მიკრობებით (სტაფილოკოკები, სტრეპტოკოკები). სიხშირით, კანის სხვა დაავადებებთან შედარებით უკავიათ პირველი ადგილი; არც თუ იშვიათად წარმოადგენენ დროებითი შრომისუუნარობის მიზეზს. ჯანმრთელი ადამიანის კანზე ბინადრობს ჩირქმბადი მიკრობების ურიცხვი რაოდენობა, თუმცა ისინი დაავადებას იწვევენ მხოლოდ გადაციების, გადაღლის, ნერვული გადაძაბვის, ნივთიერებათა ცვლის დაავადებების, განსაკუთრებით დიაბეტის, საერთო კვების დარღვევის (ენდოგენური ფაქტორები), მიკროტრამვების, ნაფხანების, ნაკვეთი ჭრილობების, ნაკაწრების, დამწვრობების და ა.შ. შემთხვევებში. დაავადების განვითარებას ხელს უწყობს აგრეთვე სხვადასხვა პროფესიული გამაღიზიანებლების ზემოქმედება: ნახშირის, სკიპიდარის, ნავთის, მტვრის, დასაზეთი საშუალებების (ეგზოგენური ფაქტორები). სიმპტომები. განასხვავებენ პიოდერმიის შემდეგ კლინიკურ ფორმებს: ოსტიოფოლიკულიტი, ღრმა ფოლიკულიტი, ფურინკული, კარბუნკული, ჰიდრადენიტი, ბავშვებში მრავლობითი აბსცესები, ახალშობილთა ეპიდერმული ბუშტუკოვნება, ქრონიკული წყლულისებრი პიოდერმია და სხ.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook