პლაცენტა

პლაცენტაპლაცენტა – (placenta) – ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია ორსულობის დროს დედისა და ნაყოფს შორის კავშირზე. ემაგრება საშვილოსნოს ერთ-ერთ კედელზე. იზრდება საკუთარი სისხლძარღვებით საშვილოსნოს სისხლძარღვებთან. პლაცენტის სისხლძარღვები ერთდებიან სამ მსხვილ სისხლძარღვად, რომელიც მიედინება ჭიპლარისაკენ, ნაყოფის ჭიპიდან. ამ სისხლძარღვების საშუალებით ნაყოფი ღებულობს ყყელა საჭირო აკვებ ნივთიერებას განვითარებისათვის, ჟანგბადსა და სხვას.

პლაცენტაში გამომუშავდება სხვადასხვა ჰორმონი, რომლებიც პასუხს აგებენ ორსულობის შენარჩუნებასა და მის ნორმალურ განვითარებაზე.

პლაცენტის ფორმირებისას შესაძლებელია მოხდეს სხვადასხვა დარღვევები, დაკავშირებული მის არასწორ მდებარეობასთან, ან ძალიან ღრმად ჩაზრდასთან საშვილოსნოს კედელში.

ორსულობის დროს ძალიან საშიშია პლაცენტის აშრევება, ამ დროს შესაძლებელია მოხდეს ორსულობის შეწყვეტა და ნაყოფის სიკვდილი.


1. ძუძუმწოვართა და ადამიანის ჩანასახგარე ორგანო. შედგება ნაყოფისეული ნაწილისაგან – განვითარებადი ქორიული ხაოებისაგან (ხაოიანი ქორიონისგან) და დედისეული ნაწილისგან – დეციდურ ქსოვილად გარდაქმნილი საშვილოსნოს ლორწოვანი გარსისაგან. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

2. ნაყოფისა და დედის ორგანიზმის ქსოვილებისაგან განვითარებული რთული წარმონაქმნი, რომლითაც ისინი ერთმანეთს უკავშირდებიან ორსულობისას.

3. ორგანო, რომელიც ახორციელებს კავშირს და ნივთიერებათა ცვლას დედისა და ჩანასახის ორგანიზმს შორის მუცელშიგა განვითარების პერიოდში. ასრულებს აგრეთვე ჰორმონულ და დამცველობით ფუნქციებს. ნაყოფის დაბადების შედეგ პლაცენტა გარსებთან და ჭიპლართან გამოიდევნება საშვილოსნოდან.


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

.