პოლანდ – მატცენაუერის სინდრომი – დისმენორეული სიმეტრიული დერმატოზი. ნეკროზული აკნე. განგრენოზული ურტიკარია. ისტერიული პემფიფუსი. დისჰორმონული დერმატოზის გამოვლინება.
ნიშნები: სპონტანური, სიმეტრიული, მკაფიოდ შემოფარგლული ერითემა, ფოლიკოლური ეროზიები. ვაზომოტორული მოშლილობანი. ცვლილებები რეგულარულად მეორდება მენსტრუალურ ციკლთან დაკავშირებით. უფრო ხშირია ახალგაზრდა ქალებში დისმენორეით ან პრეკლიმაქსურ პერიოდში.
სინონიმები: მატცენაუერ პოლანდის სინდრომი, დრაიერ – ველშის აკნე, ბესნიერ – რენოს ურტიკარია. [“3”]
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
….