რექტალური გამოკვლევა

რექტალური გამოკვლევა – (ლათ. Rectum სწორი ნაწლავი) დიაგნოსტიკური მეთოდი, რომელიც სრულდება სწორი ნაწლავის სანათურიდან, ნაწლავში, მის ირგვლის მდებარე ორგანოებსა და ქსოვილებში ცვლილებების დასადგენად, სწორი ნაწლავის და უკანა ტანის კუნთების მდგომარეობის შესაფასებლად, ასევე მუცლის ღრუს ორგანოების მწვავე ანთებითი და ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტირებისათვის.

კლინიკურ პრაქტიკაში გამოიყენება თითებით რექტალური გამოკვლევა და ენდოსკოპური გამოკვლევა (რექტორომანოსკოპია)

გაფრთხილება!ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი