საკვერცხე

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

საკვერცხე – 1. (ovarium)  ქალის სასქესო ჯირკვალი, ასრულებს გენერაციულ და ენდოკრინულ ფუნქციებს, შედგება ქერქოვანი და ტვინოვანი ნივთიერებებისაგან. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) 2.  ქალის სასქესო ჯირკვალი (ჩვეულებრივ წყვილი), რომელშიც წარმოიქმნება და მწიფდება კვერცხუჯრედი; მდებარეობს მუცლის ღრუში. გამოიმუშავებს ჰორმონებს – ესტროგენებსა და პროჟესტერონს.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა