საყლაპავის პერფორაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

საყლაპავის პერფორაცია – (ქირურგ.) ვითარდება ბასრი საგნების (თევზის ფხები, კბილის პროთეზები და სხ.) გადაყლაპვის შედეგად, წარუმატებელი ოპერაციების (ეზოფაგოსკოპიები, უცხო სხეული ამოღების მცდელობა) დროს. სიმპტომები, მიმდინარეობა. საყლაპავის კედლის მთლიანობის დარღვევისთანავე ვითარდება მკვეთრი ტკივილები მკერდის ძვლის უკან და ზურგში, ძლიერდება ნერწყვის გამოყოფა, აღინიშნება ღებინების შეგრძნება, ყლაპვის გაძნელება და მტკივნეულობა. შემდგომში (გარშემო ქსოვილებში ანთებითი პროცესების განვითარების პარალელურად) ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობა უარესდება, ტემპერატურა მატულობს, ვითარდება ინტოქსიკაციის და მედიასტინიტის გამოვლინებები. მკურნალობა. სასწრაფო ოპერაცია.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..