[print_thumbnail_slider]

მკურნალობა უცხოეთში


სიმსივნე – პათოლოგიური წარმონაქმნი, რომელიც შედგება თვისებრივად შეცვლილი უჯრედებისაგან, რომლებიც ხასიათდებიან არაკოორდინირებული ზრდითა და გამრავლებით. კეთილთვისებიანი სიმსივნეები იზრდებიან შედარებით ნელა, გადასწევენ რა ახლომდებარე ქსოვილებს და არ აღწევენ მათში. ავთვისებიანი სიმსვნეები – ხასიათდებიან სწრაფი, არაკონტროლირებადი ზრდით, მეზობელ ორგანოებსა და ქსოვილებში შეღწევის უნარით, რაც იწვევს მათ დაშლას (ქსოვილების); ვრცელდება სისხლის ან ლიმფის  ნაკადით მეორადი კერების – მეტასტაზების წარმოქმნით.   tumor (ბლასტომა, ახალწარმონაქმნი) 1. ქსოვილების არანორმალურად ჭარბი ზრდა. სიმსივნური უჯრედები გადაგვარებულია და თავისი არანორმალური ზრდით არღვევენ ირგვლივ მდებარე უჯრედებსა და ქსოვილებს. 2. სიმსივნური წარმოშობის ენდოკრინული დაავადებები იხ. აკრომეგალია, ვირილური სინდრომი, ჰიპერინსულინიზმი, ჰიპერპარათირეოზი, ფეოქრომოციტომა. ფარისებრი ჯირკვლის ტოქსიკური ადენომა ხასიათდება ჯირკვალში კვანძის წარმოქმნით, თირეოიდული ჰორმონების ჭარბი წარმოქმნით. სიმპტომები: სისუსტე, გაღიზიანებადობა, ცუდი ძილი, სხეულის მასის დაქვეითება, ოფლიანობა, გულის ფრიალი, ხელების კანკალი და სხვ. ფარისებრი ჯირკვლის პალპაციით ერთ – ერთ წილში მოისინჯება სხვადასხვა სიმკვრივის კვანძი მკაფიო საზღვრებით, რომელიც შეერთებული არ არის გარშემომყოფ ქსოვილებთან. დიაგნოზი ზუსტდება სკანირებით; მკურნალობა ოპერაციულია.

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

Comments are closed.

vaka