სიმსუქნე

სიმსუქნე – ორგანიზმში ცხიმის ჭარბი დაგროვება. შეიძლება აღენიშნებოდეს პრაქტიკულად ჯანმრთელ ადამიანებში, ცხოვრების ნაკლებად მოძრავი რიტმის, ჭარბი კვების დროს. ძირითადი როლი ენიჭება მეტაბოლიზმის მოშლას ნეიროენდოკრინული დარღვევების გამო. არ გამოირიცხება ცნს – ის, განსაკუთრებით კი ჰიპოთალამური მიდამოს როლი. ამ პათოლოგიის განვითარებაში შეიძლება მნიშვნელობა ჰქონდეს სომატოტროპული ჰორმონის უკმარისობას, რომელიც ხელს უწყობს ცხიმების მობილიზაციას ცხიმოვანი დეპოებიდან. სიმპტომები. ზომიერი სიმსუქნე რაიმე განსაკუთრებულ ჩივილებს არ იწვევს. დაავადების ამა თუ იმ სტადიაზე ვითარდება საერთო სისუსტე, ქოშინი მოძრაობისას. მადა ხშირად მომატებულია. დამახასიათებელია მეტეორიზმი, ყაბზობა. სიმსუქნე ხშირად მიმდინარეობს არტერიული ჰიპერტონიით, ცხიმოვანი ცვლის დარღვევებით. არც თუ იშვიათად, მას წინ უძღვის პოდაგრა და ოსტეოართროზი. გაცხიმოვნება ითვლება ათეროსკლეროზის განვითარების მნიშვნელოვან ფაქტორად. ზოგიერთ ავადმყოფებში უარესდება ფილტვების ვენტილაციის პირობები, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს ფილტვის ჰიპერტონიისა და ქრონიკული ფილტვისმიერი გულის განვითარება. სიმსუქნე შეიძლება იყოს ზოგიერთი ენდოკრინული დაავადების გამოვლინება: ჰიპოთირეოიდიზმი, ჰიპერკორტიზონიზმი.

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

Share this...Share on Facebook
Facebook