2. ტრანზაქცია – (ინგ. Transaction) ობიექტთა ურთიერთქმედების მოკლე ციკლი, რომელიც ჩვეულებრივ, დიალოგის რეჟიმში ხორციელდება და მოიცავს მოთხოვნას, დავალების შესრულებასა და პასუხს.
ტრანზაქცია ეკონომიკა, პოლიტიკა, იურისპრუდენციაში
- საბანკო ტრანზაქცია — ფულადი სახსრების ერთი ანგარიშიდან მეორეზე გადატანა, სავაჭრო გარიგება;
- ტრანზაქცია ბანკომატით (ინგ. ATM transaction) — ბანკომატის საშუალებით განხორციელებული სხვადასხვა ოპერაციები, მათ შორის ნაღდი ფულის გამოტანის ოპერაცია;
- ტრანზაქცია (გარიგება)—ურთიერთდათმობის საფუძველზე განხორციელებული შეთანხმება (პოლიტიკური, იურიდიული).
ტრანზაქცია ინფორმატიკაში
ტრანზაქცია (ინფორმატიკა) — ლოგიკურად გაერთიანებული თანმიმდევრული ოპერაციების ჯგუფი, დაკავშირებული დამუშავებულ ან გაუქმებულ მონაცემებთან.
ტრანზაქცია ფსიქოლოგიაში
ტრანზაქცია (ფსიქოლოგია) — ორ ადამიანს შორის ურთიერთობის ერთეული, კომუნიკაციური ფაქტი, რომელიც გამოიყენება ფსიქოლოგიის გარკვეულ მიმართულებებში.
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
__________________________________________