ტუბერკულოზი

ტუბერკულოზი – (ლათ. Tuberculum – კორძი) ინფექციური დაავადება სასუნთქი ორგანოების უპირატესი დაზიანებით, გამოწვეული ტუბერკულოზური მიკობაქტერიებით, რომელიც ვრცელდება ფილტვის ტუბერკულოზით დაავადებულების ხველებისას, დაცემინებისას, ხმამაღალი ლაპარაკის დროს ნახველის წვეთებთან  და ბრონქიალური ლორწოსთან ერთად.

ეტიოლოგია, პათოგენეზი

განასხვავებენ პირველად და მეორად ტუბერკულოზს.  აღწევს რა ფილტვებში (სადაც წარმოიქმნება პირველადი ტუბერკულოზური კერა)  ტუბერკულოზური მიკობაქტერტიები ლაგდებიან რეგიონალურ ლიმფურ კვანძებში ან ვრცელდებიან სისხლთან ერთად. დაზიანებულ ორგანოებში ვითარდება წვრილი ხორკლი, რომელიც მიდრეკილია ,,ხაჭოსებრ” (კაზეოზური) დაშლისაკენ.
პირველადი დაზიანების შედეგად  არავაქცინირებულ ბავშვებში შესაძლოა განვითარდეს ტუბერკულოზის მძიმე ფორმები – ტუბერკულოზური მენინგიტი, მილიარული ტუბერკულოზი, სპეციფიკური პნევმონია კავერნის წარმოქმნით. აცრილ ბავშვებში პირველადი დაზიანება მიმდინარეობს შეუმჩნევლად.
მეორადი ტუბერკულოზი ვითარდება იმ პირებში, რომელთაც გადაიტანეს პირველადი ტუბერკულოზური ინფექცია ბავშვობაში, ან ვითარდება ტუბერკულოზური მიკობაქტერიებით ხელახალი დასნებოვნებისას.

სიმპტომები, მიმდინარეობა

ფილტვის ტუბერკულოზი ვლინდება: ცხელებით, ხველით, ღამის ოფლიანობით, ქოშინით, სისხლიანი ხველით, სიგამხდრით. ფილტვგარეშე ტუბერკულოზი აზიანებს ტვინის გარსებს (ტუბერკულოზური მენინგიტი), ცენტრალურ ნერვულ სისტემას ან ნაწლავებს, პერიტონეუმს და ლიმფურ კვანძებს ძვლებსა და სახსრებს, შარდსასქესო ორგანოებს, კანს, პერიფერიულ ლიმფურ კვანძებს, თვალებს.

დიაგნოსტიკა

ტუბერკულოზის დიაგნოსტიკის ძირითადი მეთოდებია ტუბერკულინოდიაგნოსტიკა (მანტუს სინჯი) ბავშვებში და მოზარდებში, ფლუოროგრაფიული გამოკვლევა 15 წელზე უფროსი ასაკის პირებში, რენტგენოლოგიური და ბაქტერიოლოგიური დიაგნოსტიკა ტუბერკულოზზე ეჭვის დროს.

მკურნალობა

კონსერვატული თერაპია მოიცავს ქიმიოთერაპიას ტუბერკულოზის საწინააღმდეგო საშუალებებით, პათოგენეტიკურ მკურნალობას სამკურნალო რეჟიმისა და კვების ფონზე.

ტუბერკულოზი – ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას პოსტის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🫁 ტუბერკულოზი – ინფექციური დაავადება სასუნთქი ორგანოების უპირატესი დაზიანებით, რომელიც გამოწვეული ტუბერკულოზური მიკობაქტერიებით
🦠 როდესაც ტუბერკულოზური მიკობაქტერია აღწევს ფილტვებში (სადაც წარმოიქმნება პირველადი ტუბერკულოზური კერა), ისინი ლაგდებიან რეგიონალურ ლიმფურ კვანძებში ან ვრცელდებიან სისხლთან ერთად
💢 დაზიანებულ ორგანოებში ვითარდება წვრილი ხორკლი, რომელიც მიდრეკილია ,,ხაჭოსებრ” (კაზეოზური) დაშლისაკენ
🩻 ტუბერკულოზის დიაგნოსტიკის ძირითადი მეთოდებია:
✔️ ტუბერკულინოდიაგნოსტიკა (მანტუს სინჯი);
✔️ ფლუოროგრაფიული გამოკვლევა;
✔️ რენტგენოლოგიური დიაგნოსტიკა;
✔️ ბაქტერიოლოგიური დიაგნოსტიკა
👉 გაიგეთ მეტი – https://bit.ly/3IPjZMQ
#ტუბერკულოზი #ფილტვისტუბერკულოზი #ტუბერკულოზისსიმპტომები #ტუბერკულოზისნიშნები #ტუბერკულოზისმიზეზები #ტუბერკულოზისმიკობაქტერია #ტუბერკულოზისდიაგნოსტიკა #ტუბერკულოზისმკურნალობა #სისხლიანინახველი #ცხელება #დაღლილობა #წონისკლება #ძილიანობა #ღამისოფლიანობა #მუდმივიხველა #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 ,  3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი