nostalgia

მკურნალობა უცხოეთში


ულტრაბგერითი გამოკვლევა

1. ინფორმაცია ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონიდან:

ულტრაბგერითი გამოკვლევა – ორგანოთა და ქსოვილთა მდგომარეობის გამოკვლევა ულტრაბგერითი ტალღებით. გაივლის რა ქსოვილებს, უფრო სწორედ, ქსოვილთა საზღვრებს, ულტრაბგერა აირეკლება. სპეციალური გადამცემი აფიქსირებს ამ ცვლილებებს, რომლებიც წარმოადგენენ გამოსახულების საფუძველს. ულტრაბგერითი გამოკვლევა წარმოადგენს დიაგნოსტიკის ერთ–ერთ ყველაზე გავრცელებულ მეთოდს. ულტრაბგერითმა გამოკვლევამ ფართო პოპულარობა ამოიპოვა თავისი უსაფრთხოობით. ულტრაბგერა, რომელიც გამოიყენება აპარატში, არ იწვევს დაზიანებებს. არსებობს ულტრაბგერითი გამოკვლევის რამოდენიმე სახე, რომელთა შორის ყველაზე ხშირად უროლოგიაში გამოიყენება სკანირება (ის, რასაც ტრადიციულად ეწოდება ულტრაბგერითი გამოკვლევა), ასევე დოპლეროგრაფია. დოპლეროგრაფიას საფუძვლად უდევს დოპლერის ეფექტი, რომლის ქვეშ იგულისხმება მოძრავი საგნებიდან არეკლილი ტალღების სიგრძის ცვლილება.

2. ინფორმაცია ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიიდან:

ულტრაბგერითი სკანირების დროს მიღებული გამოსახულება განსხვავებულია და დამოკიდებულია სკანერის მუშაობის რეჟიმზე.

ულტრაბგერითი გამოკვლევის რეჟიმებია:

  • A რეჟიმი (A mode) – აღნიშნული რეჟიმი იძლევა ინფორმაციას ერთგანზომილებიანი გამოსახულების სახით
  • B რეჟიმი (2D) – მიიღება ორგანზომილებიანი გამოსახულება, რაც საშუალებას იძლევა შეფასდეს ქსოვილების მორფოლოგიური მდგომარეობა
  • M რეჟიმი (M mode) – გამოიყენება ძირითადად გულის ულტრაბგერითი გამოკვლევისათვის.
  • დოპლერის რეჟიმი (Doppler mode)- ეს რეჟიმი ეფუძნება  დოპლერის ეფექტს და გამოიყენება სისხლის ნაკადის შეფასებისათვის.

ულტრაბგერითი გამოკვლევის გამოყენება მედიცინაში

ულტრაბგერითი გამოკვლევა საშუალებას იძლევა მოხდეს შინაგანი ორგანოების სტრუქტურის შეფასება, გამოვლინდეს სიმსივნური წარმონაქმნები, კისტები, სხვადასხვა ჩანართები, კენჭები, უცხო სხეულები და სხვა. ულტრაბგერითი გამოკვლევის მეშვეობით შესაძლებლია დადგინდეს შინაგანი ორგანოების ზომები, სისხლძარღვების დიამეტრი, დოპლეროგრაფიის (ულტრაბგერითი გამოკვლევა დოპლერის ეფექტით) მეშვეობით კი ისაზღვრება სისხლის ნაკადის სიჩქარე მაგისტრალურ სისხლძარღვებში.

ულტრაბგერითი გამოკვლევა ფართოდ გამოიყენება კარდიოლოგიაში, გინეკოლოგიაში, გასტროენტეროლოგიაში, უროლოგიაში და ა.შ.

გარდა დიაგნოსტიკისა ულტრაბგერითი გამოკვლევა გამოყენება მკურნალობის მიზნითაც. ულტრაბგერას გააჩნია ანთების საწინააღმდეგო,  ანალგეზიური და სპაზმოლიზური ეფექტი, აძლიერებს კანის გამავლობას, ხელს უწყობს სხვადასხვა ნივთიერების შეწოვას, რაც უდევს საფუძვლად ულტრაფონოფორეზს.

ულტრაფონოფორეზის დროს ერთდროულად ხდება ქსოვილებზე შევანილი სამკურნალო საშუალებისა და ულტრაბგერის ზემოქმედება. ულტრაფონოფორეზის ჩვენებებია ოსტეოართროზი, ოსტეოქონდროზი, ართრიტები, ბურსიტები, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ტრავმის შემდგომი მდგომარეობა, ნევრიტები, ნეიროპათიები, რადიკულიტი  და სხვა.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

 

 

Comments are closed.

დარგობრივი საიტები

vaka