უროგენიტალური ჰერპესი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

უროგენიტალური ჰერპესი – ინფექციური დაავადება, რომლის გამომწვევია მარტივი ჰერპესის ვირუსი. გადაეცემა სექსუალური კონტაქტების დროს. პროდრომალურ პერიოდში აღინიშნება ქავილი, წვა, ან ტკივილი, შემდგომ ვლინდება გამონაყარი ცალკეული, ან შეჯგუფული ვეზიკულური ელემენტებისაგან. გამონაყარს თან ახლავს სისუსტე, თავის ტკივილი, სუბფებრილური ტემპერატურა, ძილის დარღვევა. ქალებში დაზიანებების დამახასიათებელი ლოკალიზაციაა მცირე და დიდი სასქესო ბაგეები, ვულვა, კლიტორი, საშო, საშვილოსნოს ყელი. მამაკაცებში – სასქესო ასოს თავი, ჩუჩა, ურეთრა. დიდი მნიშვენლობა აქვს დაავადების გამომწვევის იდენტიფიკაციას. გამოიყენება ვირუსოლოგიური მეთოდები, იმუინოფლუოროსცენტული და იმუნოფერმენტული ანალიზი, იმუნური სტატუსის შეფასების მეთოდები და სხვ. თერაპიის ხანგრძლივობა, ინტენსივობა და მოცულობა გამისაზღვრება პროცესის კლინიკური ფორმით, სტადიით და მიმდინარეობის სიმძიმით.

გაფრთხილება!

ბმულები:

One thought on “უროგენიტალური ჰერპესი”

Comments are closed.