ფარინგიტი

ფარინგიტი

ხახის ლორწოვანი გარსის მწვავე ან ქრონიკული ანთება. ძირითადად იწვევენ მიკრობები. ახასიათებს ხახის სიმშრალე, მტკივნეული ყლაპვა და ზოგჯერ ტემპერატური მომატებაც.

მწვავე ფარინგიტი ჩვეულებრივ თან სდევს ცხვირის მწვავე კატარს (დაღმავალი ანთება).

სიმპტომები

ყელის არეში სიმშრალის, მსუბუქი მტკივნეულობის, წვის შეგრძნება. ხახის ლორწოვანი გარსი ჰიპერემიულია, აქა იქ დაფარულია ლორწოვან – ჩირქოვანი სეკრეტით, ხშირად მათზე წითელი მარცვლების სახით ჩნდება ცალკეული ფოლიკულები. მკურნალობა. თბილი ტუტე ხსნარების გამოვლება, ტუტე – ზეთოვანი ინჰალაციები.

ქრონიკული ფარინგიტი შეიძლება იყოს კატარული, ჰიპერტროფიული და ატროფიული. ვითარდება განმეორებითი მწვავე ფარინგიტების, ქრონიკული რინიტების, სინუსიტების, ქრონიკული ტონზილიტის ნიადაგზე, აგრეთვე ზოგადი დაავადებების (ვენურ სისტემაში შეგუბებითი მოვლენები გულის, ღვიძლის, თირკმლების, დაავადებების დროს, ნივთიერებათა ცვლის დაავადებები), პროფესიული მავნებლობების, თამბაქოს და ალკოჰოლის ბოროტად გამოყენების შედეგად.

სიმპტომები

მარტივი და ჰიპერტროფიული ფარინგიტის დროს აღინიშნება ბლანტი, ლორწოვანი გამონადენის დაგროვება, რომელიც იწვევს ხშირ ამოხველებას, ამოქაფებას. ლორწოვანი გარსი ჰიპერემიულია, ჰიპერტოფიული პროცესის დროს შესიებულია, ხშირად მკვეთრად გამოწეული წითელი მარცვლებით – ფოლიკულებით (გრანულოზური ფარინგიტი) ან შესქელებული წითელი ჭიმებით უკანა რკალების პარალელურად (გვერდითი ფარინგიტი). ატროფიული ფარინგიტის დროს – ფხაჭნის შეგრძნება, სიმშრალე, ლორწოვანი გარსი მშრალია, თითქოს ლაქით არის დაფარული.


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

 

Share this...Share on Facebook
Facebook