სერონეგატიური სპონდილოართროპათიები

სერონეგატიური სპონდილოართროპათიები – დაავადებების ჯგუფი, რომელიც ხასიათდება ხერხემლის სახსრების ანთებითი დაზიანებით, მისი იოგოვანი აპარატის ჩართვით და ანკილოზირებისაკენ ტენდენციით. ხშირად ზიანდება გავა – თეძოს სახსარი. მასში შედის ბეხტერევის დაავადება, რეიტერის სინდრომი, ფსორიოზული ართროპათია, ართრიტები ნაწლავების ქრონიკული დაავადებებისას.