ფსიქიკური რეაბილიტაცია

ფსიქიკური რეაბილიტაცია – (ფსიქოლოგია) (ლათ. re – კვლავ, habilis – მოხერხებული) – სამედიცინო – ფსიქოლოგიური, პედაგოგიური, სოციალური ღონიძიებათა სისტემა, მიმართული დარღვეული ფსიქიკური ფუნქციების აღდგენის, კორექციის ან კომპენსაციისაკენ, ავადმყოფებისა და ინვალიდების პირადული და სოციალურ – შრომითი სტატუსის მდგომარეობები, გადატანილი დაავადებებისას, სოციალური ურთიერთობების მკვეთრი ცვლილებით გამოწვეული ფსიქიკური ტრავმებისას და ა. შ.


საქართველოდან ბევრი მიმართავს უცხოურ კლინიკებს ფსიქიკური  რეაბილიტაციისათვის. უცხო ქვეყნების სამედიცინო ინფრასტუქტურაში გარკვევა, კლინიკებისა და ექიმების არჩევა, რომლებიც ყველაზე უკეთ და მისაღებ ფასებში გადაჭრიან თქვენს პრობლემებს, საკმაოდ რთულია. ამაში დაგეხმარებიან სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული ფირმები. შეკითხვები უნდა გააგზავნოთ სპეციალური ფორმიდან. საკონტაქტო ფორმაზე გახვალთ ამ ტექსტზე დაკლიკებით. წერილს მიიღებენ სამედიცინო ტურიზმის წამყვანი ფირმები. პირველი შეკითხვაზე პასუხი უფასოა. ენა ქართული. შეეცადეთ შეკითხვა და თქვენი მდგომარეობა ჩამოაყალიბოთ ზუსტად: რა პრობლემა გაქვთ და რა მოთხოვნები გაქვთ კლინიკის მიმართ.


ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას საფუძვლად უდევს წარმოდგენა დაავადების შესახებ – როგორც ადამიანის ორგანიზმში დამანგრეველი პროცესის შესახებ. გამოჯანმრთელება ითვალისწინებს განცდების შედეგების, არასასურველი წესების, საკუთარი ძალებისადმი დაურწმუნებლობის, შიშების მოხსნას და ა. შ. ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საქმიანობას (სამსახურს), რომელიც ახდენს დაკარგული პროფესიონალური და სოციალურ – ადაპტაციური თვისებების კომპენსირებას. ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის განხორციელება საჭიროებს ფსიქოლოგიური პირობების შექმნას, მკურნალობის დადებითი ეფექტის შენარჩუნებას (მაგალითად, დასვენების ორგანიზაცია, ურთიერთობები, დისპანსერიზაცია).

ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის თეორიისა და პრაქტიკის განვითარება დაკავშირებულია ფსიქოპროფილაქტიკის, ფსიქოთერაპიის, კლინიკური ფსიქოლოგიის პრობლემების გადაჭრასთან. >>> რეაბილიტაცია


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.