ფსიქოანალიზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ფსიქოანალიზი – (ფსიქოლოგია) (ბერძ. psyche – სული და analysis – განცალკევება, დაშლა, გამოკვლევა) – 1. თეორიული მიმდინარეობა ფსიქოლოგიაში, გამომდინარე ზ. ფრეიდის იდეებიდან (იხ. ფრეიდიზმი, ნეოფრეიდიზმი; ანალიზური ფსიქოლოგია; ინდივიდუალური ფსიქოლოგია და სხვ.); 2. ფსიქიკის გამოკვლევის განსაკუთრებული მეთოდოლოგია; 3. ზ. ფრეიდის გამოკვლევის ფსიქოთერაპიული მეთოდი (იხ. ფსიქოთერაპია). ფსიქოანალიზის შექმნის საწყის მომენტად ზ. ფრეიდი თვლიდა კლინიკურ პრაქტიკაში თავისუფალი ასოციაციების მეთოდის აღმოჩენასა და გამოყენებას (1896). ფსიქოანალიზის ძირითად ტექნიკურ საშუალებებს წარმოადგენს : 1. თავისუფალი ასოციაციების ანალიზი; 2. სიზმრების ანალიზი  და მათი განმარტება; 3. ყოველდღიური ცხოვრების სხვადასხვა მცდარი გაუთვალისწინებელი (შემთხვევითი) სიმპტომატური მოქმედებების ანალიზი და განხილვა. თანახმად ფრეიდისა, ფსიქოანალიზი იკავებს ,,შუალედურ ადგილს” მედიცინასა და ფილოსოფიას შორის.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook