ცერებროსპინური სითხე

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ცერებროსპინური სითხე – თხიერი გარემო, რომლითაც ავსებულია სუბარაქნოიდული სივრცე, რომელიც გარს ერტყმის თავისა და ზურგის ტვინს, ასევე მათ შიგა ღრუებს. განუწყვეტლივ გამომუშავდება თავის ტვინის პარკუჭებში. მისი საერთო მოცულობაა 150 მლ, დღე – ღამეში გამომუშავდება დაახლოებით 500 მლ. ასრულებს გარკვეულ როლს: ამარაგებს ნერვულ ქსოვილს საკვები და სხვა აუცილებელი ნივთიერებებით, აცილებს დაშლის პროდუქტებს, უნარჩუნებს წყალ – ელექტროლიტურ ბალანსს, უზრუნველყოფს თავის ტვინის მექანიკურ დაცვას მისი შერყევის დროს. ცერებროსპინალური სითხის შემადგენლობის შესწავლას დიდი მნიშვნელობა აქვს ცენტრალური ნერვული სისტემის რიგი დაავადებების დიაგნოსტირებაში, განსაკუთრებით ინფექციური და ანთებითი ბუნებისა, ასევე ქალაშიდა სისხლჩაქცევების დიაგნოსტირებაში.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook