წყალ – მარილოვანი ცვლა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

წყალ – მარილოვანი ცვლა – ორგანიზმში წყლისა და მარილების (ელექტროლიტების) შესვლის, მათი შინაგან გარემოში განაწილებისა და გამოყოფის პროცესების ერთობლიობა. წყალ – მარილოვანი რეგულაციის სისტემები უზრუნველყოფენ გახსნილი ნაწილაკების, იონური შემადგენლობისა და მჟავა – ტუტოვანი წონასწორობის მუდმივობას, ასევე ორგანიზმის სითხეების მოცულობასა და თვისებრივ შემადგენლობას.

გაფრთხილება!

 

Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..