ჭიპლარი (ჭიპის ბაგირაკი )

ჭიპლარი (ჭიპის ბაგირაკი ) – (fumiculus umbilicalis) ორგანო, რომელიც ჩანასახის სხეულს აერთებს პლაცენტასთან. ჭიპლარის საფუძველია ლაბისებრი (ჟელატინისებრი) ლორწოვანი შემაერთებელი ქსოვილი (tela mucoidea conneciens), რომელიც გარედან შემოსაზღვრულია ამნიონის გარსით. ჭიპლარი შეიცავს ორ არტერიასა და ვენას, აგრეთვე რედუცირებულ პროვიზორულ ორგანოებს  –  ყვითრის პარკსა და ალანტოისის ნაშთს. ამნიონის გარსთან შეზრდილი შემაერთებელი ქსოვილი ჭიპლარის არტერიებს იცავს ზეწოლისაგან და ამით უზრუნველყოფს ჟანგბადის შეუწყვეტელ მიწოდებას ემბრიონთან. ლორწოვანი ქსოვილი ხელს უშლის აგრეთვე უცხო აგენტთა შეჭრას პლაცენტიდან ემბრიონში სისხლძარღვოვანი გზითაც და ამიტომ დამცველობით ფუნქციასაც ასრულებს. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი