ჰალუცინაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ჰალუცინაცია – რეალური ობიექტის ან გამღიზიანებლის გარეშე წარმოქმნილი აღქმა. ჩნდება სხვადასხვა დაავადებების, თავის ტვინის ტრავმის, ძლიერი სულიერი განცდების და სხვ. დროს. ჰალუცინაციები – ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება უნებურად წარმოქმნილი ცრუ აღქმით (,,აღქმა ობიექტის გარეშე”), ამასთან არ არსებული ობიექტები ავადმყოფისათვის იძენენ რეალურ ხასიათს. ჰალუცინაციები შესაძლებელია იყოს მხედველობითი, სმენითი და ა. შ.; ასევე ერთეული და მრავლობითი, შესაძლოა ეხებოდეს ერთ ან რამოდენიმე გრძნობათა ორგანოს.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook