ჰემატომა

ჰემატომა – haematoma 1. (ქირურგ.) სისხლის დაგროვება ქსოვილებში სიმსივნის ან კისტის სახით, რომელიც ვითარდება სახსრის დაზიანების და მთლიანობის დარღვევის შედეგად. სიმპტომები, მიმდინარეობა. სხეულის ამა თუ იმ უბნის შესიება, რომელიც ვლინდება ტრამვის შემდეგ. ზედაპირულად განლაგებული ჰემატომის შემთხვევაში თვალით ადვილად შესამჩნევია სიმსივნური წარმონაქმნი, რომელზეც კანს გააჩნია მეწამული ან მომწვანო – მოყვითალო ელფერი, ხოლო პალპაციით აღინიშნება მტკივნეულობა და ფლუქტუაცია. მკურნალობა. ტრამვის შემდეგ, სწრაფადვე ცივი საფენები, 2 – 3 დღის შემდეგ სითბო, კომპრესები, მალამოს გამწოვი ნახვევები. სისხლის დიდი რაოდენობით დაგროვებისას –  სახსრის პუნქცია და შიგთავსის ასპირაცია, ინფიცირების და აბსცესის წარმოქმნის შემთხვევაში – გაკვეთა და შიგთავსის მოცილება. 2. ჰემატომა  – სისხლის შემოფარგლული დაგროვება, რომელიც წარმოიქმნება სისხლძარღვთა დაზიანებებისას.  3. ჰემატომა – ქსოვილებში სისხლძარღვებიდან გამოდენილი სისხლის დაგროვება. ეს ადგილი შესიებული, ჩალურჯებული და მტკივნეულია. ვითარდება ძირითადად ტრავმული დაზანებებისა და ჰემორაგიული ანთების დროს.

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..